ნუგზარ წიკლაური: ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა
23:24 01.10.2012
|
დღის სიახლეები
|
მმართველი გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ის დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა, არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს წიკლაურმა განუცხადა, არჩევნების ფალსიფიცირებულად გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„იმედი მაქვს, რომ ხვალ ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაადასტურებენ. ამის შემდეგ კი, თუ ვინმე ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობის შემოტანას მაინც გადაწყვეტს, ეს იქნება დესტრუქციული ძალა და ჩვენი პროგნოზი გამართლდება, რომ ეს ძალა სხვა ქვეყნის მიერ იმართება. იმ შემთხვევაში, თუ მართული ძალა ამ ტიპის ქმედებების განხორციელებას გადაწყვეტს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს და სამართალდამცავები ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმოქმედებენ“, – დასძინა მან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|