მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს პროპორციულად ინაწილებენ
ცესკოს
უახლესი მონაცემებით, 26
მაჟორიტარულ
ოლქში
"ქართული
ოცნება"
ლიდერობს. 25- ში კი მმართველი პარტია.
არჩევნების
წინასწარი
შედეგები ცნობილია 50 მაჟორიტარული ოლქიდან - 7 თბილისიდან და 43 რეგიონებიდან.
გთავაზობთ
ცესკო-ს უახლეს შედეგებს: მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა 67,2 %. მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა არჩილ გეგენავამ კი 31,74 % .
ვაკის
რაიონში
"ქართული
ოცნების"
მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატ შალვა შავგულიძეს ხმა ამომრჩეველთა
71,21 %-მა
მისცა,
"ნაციონალური
მოძრაობის"
კანდიდატ გიორგი კარბელაშვილს კი 23,62%.
საბურთალოს
რაიონში
"ქართული
ოცნების"
კანდიდატი
დავით უსუფაშვილი –
68,71 % .
ნაციონალური
მოძრაობის"
კანდიდატი
ანდრია ურუშაძე – 21,96
%, გლდანში
– "ქართული
ოცნების"
კანდიდატი
იოსებ ჯაჭვლიანი 68,46
% ,
"ნაციონალური
მოძრაობიდან"
– ნიკოლოზ
ხაჩირაშვილი
– 27,02 % .ნაძალადევის რაიონში კოალიციიდან თეა წულუკიანი
82,94 % . „ნაციონალური
მოძრაობის“ კანდიდატი
მერაბ სამადაშვილი –
14,19 % .
ცესკოს
პირველადი
მონაცემები
ჯერჯერობით
არ გამოუქვეყნებია კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებიდან.
Internet.ge