ევროპის სახალხო პარტია ივანიშვილის მოწოდებას დემოკრატიაზე შეტევად აფასებს
21:42 02.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, ევროპის სახალხო პარტია უკვე გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით, საქართველო ჭეშმარიტი დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო გახდა.
„ჩემდა გასაოცრად ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ხმის დათვლა დასრულებული არ არის, ბატონმა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. ეს სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს პირდაპირ შეტევას დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ამიტომ მე ველი, რომ ყველა იმ ევროპელმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც ივანიშვილს ნაჩქარევად მიულოცეს. სასწრაფოდ დაგმონ პრეზიდენტის გადადგომის მოწოდება და მოითხოვონ მისი დაუყოვნებლივ უარყოფა“,– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს. კოალიციის ლიდერმა არც იმპიჩმენტის პროცედურა გამორიცხა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|