ექსპერტები რუსეთის ახალი პრეზიდენტის განცხადებებზე
მსჯელობენ, რომელიც ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას გააკეთა. მათ
„გაერთიანების მანიფესტი“ უწოდეს პუტინის გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც ის კიდევ
ერთხელ ეხმაურება პოსტსაბჭოტა
სივრცის გაერთიანების თემას. კერძოდ, პუტინმა პოსტსაბჭოტა სივრცეში „ინტეგრაციულ
მშენებლობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკის
მთავარი ამოცანაა.
„ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არაფერია. ამაზეა
დამოკიდებული ჩვენი მომავალი“ - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა აამაღლოს თავისი მიმზიდველობა
მეზობლების თვალში, უნდა გახდეს, ერთგვარი „მაგნიტი, რომელთანაც შეერთება სურთ“.
ის დარწმუნებულია, რომ ინტეგრაციული ხასიათის პროცესები უკვე რეალურ შედეგებს იძლევა და ამიტომ, ის არათუ მომავალში
გახდება რუსეთის პრიორიტეტი, არამედ უკვე არის ქვეყნის პრიორიტეტი.
Internet.ge