ბაქრაძე: დარღვევების გამოსწორების გზა არ არის კომისიების ბლოკირება და კარის მტვრევა
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ
ოცნებას“ საოლქო
კომისიებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ
მოუწოდებს.
როგორც დავით
ბაქრაძემ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა, დარღვევების გამოსასწორებლად სამართლებრივი მექანიზმები
არსებობს. „გამოსწორების გზა არ არის
კომისიების ბლოკირება, ალყაში
მოქცევა, კარების მტვრევა და კომისიის წევრებზე ფიზიკური ზეწოლა“,- განაცხადა
ბაქრაძემ.
მისივე თქმით,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა მაგალითი, რომ ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა
სცენ და ახლა „ქართული ოცნებისგანაც“ იგივეს ელოდებიან.
„იმედი
მაქვს, „ქართულ ოცნებასაც“ ეყოფა
პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგივე
ნაბიჯით გვიპასუხოს, თუნდაც
კონკრეტული ოლქებისა და უბნების დონეზე“,- განაცხადა ბაქრაძემ.
internet.ge