ბათუმს ახალი
მერი ჰყავს. ჯემალ ანანიძე დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით ხუთის
წინააღმდეგ აირჩიეს.
რობერტ
ჩხაიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თბილისის მერის მოვალეობას ჯემალ ანანიძე
ასრულებდა.
„ვაგრძელებთ
გუნდური პრინციპით მუშაობას, დასახული გვაქვს მიზნები და პროგრამები, რომლის
განხორციელებასაც გავაგრძელებთ“,- განაცხადა ანანიძემ.
შეგახსენებთ,
რომ რობერტ ჩხაიძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს
არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომრად დაასახელეს.
internet.ge