„ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ისინი კმაყოფილები არიან იმ შედეგით, რაც
მთლიანობაში ქვეყანამ, არჩევნების შემდეგ მიიღო.
გიორგი
თარგამაძის განცხადებით, მათ მიულოცეს
„ქართულ ოცნებას“ წარმატება. თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ წელს მომხდარი ფაქტი,
რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდა, ბოლო არ იქნება.
„მთავარი
მიზანი - მშვიდობიანად დამთავრებულიყო არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა
მომხდარიყო, თითქმის მიღწეულია, ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს
ორხელისუფლებიანობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობამ გამოუცხადა სრული
უნდობლობა, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად დატოვებს მიხეილ სააკაშვილი დაკავებულ სტატუსს,
მით უკეთესი იქნება, რადგან სრული პასუხისმგებლობა ქვეყანის მართვაზე გამარჯვებულმა
გუნდმა უნდა აიღოს“,- განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის
თქმით, ისინი იწყებენ მზადებას ახალი არჩევნებისთვის, რომელიც პარტიის ლიდერის
განცხადებით შორს არ არის ჰორიზონტიდან.
Internet.ge