თურქეთი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მიიღოს ზომები სირიის
წინააღმდეგ.
ნატოს შტაბ-ბინაში დაძაბულობა შეინიშნება. ამის მიზეზი სირიის მიერ
თურქეთის ტერიტორიის დაბომბვაა.
ალიანსმა უკვე გამოცხადა სოლიდარობა თურქეთს, როცა რასმუსენმა
განაცხადა, რომ ადგილი აქვს საერთაშორისო ნორმების დარღვევას და ამის სასწრაფოდ
შეწყვეტა მოითხოვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს რიგგარეშე სამიტის ჩატარება
ითხოვა. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ასეთი მაღალი დონიდან თხოვნამ შესაძლოა გზა
გაუხსნას ნატოს წესდების იმ მუხლს, რომელსაც ჰქვია „ერთი ყველასათვის“. ანუ, თუკი
სირია ნატოს წევრ ქვეყანას დაესხმება თავს, ნატოს დამასკოს წინააღმდეგ ჩარევის
უფლება აქვს.
ამისათვის ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრა და კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, თურქეთმა უკვე მიიტანა საპასუხო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე მას
შემდეგ, რაც მეზობელმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა თურქეთის სამხრეთით,
რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაიჭრა.
internet.ge