გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამება კონსტიტუციურ ფარგლებში მოხდება
უწყებათაშორისი
კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია, იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამება, კონსტიტუციურ ფარგლებში მოხდება.
როგორც
დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ განაცხადა, დავების მიუხედავად შედეგები არის ნათელი და ეს არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან კანდიდატების ინტერესები, არამედ ეს არის
საქართველოს
მომავლის განმსაზღვრელი.
„არჩევნებში
ოპოზიციამ
გაიმარჯვა
და ამ ძალამ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. როგორ ჩაივლის ეს პროცესი, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს მომავალ დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ამოცანებზე“,- დასძინა ბოკერიამ.
internet.ge