ირაკლი ალასანია: მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებისთვის მოემზადება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით,
სამთავრობო კონსულტაციები დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ
განუცხადა, დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების გადაცემის
საკითხებს. მისივე განმარტებით, მხარეებს შორის კონსულტაციები ორშაბათს
განახლდება.
ალასანიას თქმით, კონკრეტულ უწყებებში კონკრეტული ცვლილებები
დაიწყება. ალასანიას განცხადებით, შეხვერდაზე აღინიშნა რომ ქვეყანაში ყველაზე
მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა.
"ყველა პროცესი სამართლებლივ ჩარჩოში გაგრძელდება და ქვეყნის მომავალი
პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებისთვის მოემზადება, რომელიც უმტკივნეულო
და სწრაფი უნდა იყოს. ორშაბათს უწყებებში წარმომადგენლები დაიგზავნება და
მოლაპარაკებები მთავრობის გადაცემის შესახებ გაგრძელდება,“-განაცხადა ალასანიამ.
Internet.ge