რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე
ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ვიზიტის საკითხი ღიად
რჩება:
„ამ საკითხს ღიად ვტოვებ,
რადგან ხმების დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენი იმედები ასახულია რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის კომენტარებში. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ხელისუფლების
ახალი კონფიგურაცია, ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებსაც. საქართველოში ცვლილებების
მოლოდინი არა მარტო რუსეთშია, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც,“ -
განაცხადა ლუკაშევიჩმა.
Internet.ge