სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სომხეთის
პარლამენტის წევრი არტაკ ზაქარიანი სომხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის
ბიძინა ივანიშვბილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გაზეთი „თუდეი არმენია“ წერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ
„გაოცებულია, რატომ ცხოვრობენ სომხები საქართველოში, როცა მათი სამშობლო იქვე
ახლოსაა“.
ზაქარიანის
თქმით, „თუკი ასეთი რამ მართლაც ითქვა, ეს, მინიმუმ, გაოგნებას იწვევს. ეს
გამონათქვამი არის რეციდივი გამსახურდიას პოლიტიკისა - „საქართველო მხოლოდ
ქართველებისთვის“, რომლის მწარე ნაყოფსაც ეს ქვეყანა დღემდე იმკის. ისღა გვრჩება,
იმედი გამოვთქვათ, რომ ეს უბრალოდ ნათქვამი იყო იმ პოლიტიკური ძალის ლიდერისა,
რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და ღირებულებათა ევროპული სისტემისადმი ერთგულებისა
და დემოკრატიის გამყარების ლოზუნგები აქვს“ - განაცხადა ზაქარიანმა.
internet.ge