ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მეზობელ
რესპუბლიკასთან ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარების თვალსაზრისით
გამონათებას აქვს ადგილი.
კადიროვის თქმით, ჩეჩნეთიდან საქართველოში ჩასვლა ერთ საათში შეიძლება
და ამ მიმართულების გახსნა ეკონომიკურად ძალზედ მომგებიანი იქნებოდა. თუმცა ასეთი
რამ, მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეუძლებელი იყო. ის
იმდოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში სიტუაცია შეიცვლება.
ამასთან, კადიროვმა საქართველოს მომავალიც უკვე „განსაზღვრა“:
„ოკეანის გაღმა საქართველოს მომავალს მე ვერ ვხედავ. საჭიროა ძმა და
არა ის ადამიანი, ვინც მათ გამოიყენებს. ჩვენთან უყვართ ქართული ცეკვები, სიმღერები.
ჩვენ ჩამოვალთ საკონცერტო, სპორტული პროგრამებით, მანდარინისთვის, ფორთოხალისთვის,
ვიცხოვრებთ კარგად“ - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
კადიროვმა ბოლოს დასძინა, რომ მხოლოდ „მაშინ ვიცხოვრებთ კარგად, როცა
სააკაშვილს სასწავლებლად, შორს, ოკეანის გაღმა გავგზავნით“.
Internet.ge