"ქრისტიან-დემოკრატები" ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდნენ. მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ახვლედიანმა ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს.
მოძრაობის ლიდერების თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს, პრეზიდენტი კი გადადგეს. მათივე განცხადებით “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აქტიურად აპირებს ოპოზიციაში ყოფნას და საკრებულოში მოღვაწეობას.
განმარტება გაკეთდა ინგა გრიგოლიაზეც. პარტიის ლიდერების თქმით გრიგოლიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და სწორედ ეს გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი, რამაც გავლენა არჩევნების შედეგებზეც მოახდინა.
internet.ge