GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო რუსეთზე აღარაა დამოკიდებული
18:05 14.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადრე საქართველო რუსეთზე იყო დამოკიდებული დღეს კი, ვითარება შეცვლილია და ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, „დარიალჰესზე“ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას გააკეთა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ევროპაში რიგით მეორე ქვეყანაა, რომელსაც, ენერგეტიკის სფეროში ყველაზე დიდი რესურსი გააჩნია.

„ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მთელი მსოფლიო ჰესების დანადგარები ავითვისოთ და მერე მსოფლიოში ჩვენ თვითონ ვაშენოთ.

ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ ამდენს ვაშენებთ, ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში აფრიკაში, აზიაში და სხვაგან უნდა ჩავიდეთ და ჰესები ჩვენ ავაშენოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ყველგან ქართველები უნდა დასაქმდნენ.

„ადრე რუსეთზე ვიყავით ჩამოკიდებული, თუ როდის გაგვიძვირებდა ელექტროენერგიის ფასს. დღესაც მთელი ევროპა მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ უკვე ეს პრობლემა აღარ გვეხება. დიდი განვითარება კი, მხოლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პირობებშია შესაძლებელი.  საქართველოს არ აქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ეკონომიკურად დამოუკიდებლები“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა  ალექსანდრე ხეთაგურმა  „ლარსიჰესზე“ და „დარიალიჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ქართულმა კომპანიამ „ენერგია“ ყაზბეგში, მდინარე თერგზე  ჰიდროელექტროსადგურის „ლარსი ჰესი“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 98 მლნ კვტ/საათს შეადგენს. „ლარსი ჰესი“-ის მშენებლობაზე 120 ადამიანია დასაქმებული. პროექტში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2013 წლის შემოდგომაზე შევა.

კომპანიამ Darial-Energy-ი ყაზბეგში, მდინარე თერგზე ელექტროსადგურის „დარიალიჰესი“ მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე  დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 109 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 525 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

„დარიალიჰესის“ მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული. პროექტში 135 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ახალი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: მიხეილ სააკაშვილის კარ-მიდამო ყვარელში1
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობას არ ტოვებს2
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება3
შსს ოზურგეთში, კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებას უარყოფს4
აფხაზეთში ინტენსიური წრთვნები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X