„ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ,
არამედ ისე როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ხალხი, მოსახლეობა, ჩვენი კულტურა“,-
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა
ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ
ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი პრეცედენტია. ივანიშვილის
თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადება ქების
ღირსია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი
ოპონენტებისგან ღისრეულად ვპასუხობდით. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება,
განვიხილეთ ჩვენი შეხედულებები. თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე
მხარეს გაცხადებული გვქონდა. ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი სტრატეგია.
ამ კუთხით გავაგრძელებთ წინახელისუფლების გზას. საქართველო ნატოს წევრობას უახლოეს
პერიოდში მოახერხებს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღევანდელმა დღემ აჩვენა რომ კულტურული ერი ვართ.
Internet.ge