ჟენევის მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ რეინტეგრაციის
მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კოალიციის კიდევ ერთი წევრი კონფლიქტოლოგი
გიორგი ვოლსკიც დაესწრებიან. ისინი უკვე გაემგზავრნენ შვეიცარიაში.
ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხს
დააყენებს, მათ შორის არის ძალის გამოუყენებლობა, დევნილების დაბრუნება და რეგიონის
დეოკუპაცია.
მოლაპარაკებების მორიგი, 21-ე შეხვედრა ხვალ დაიწყება.
ჟენევის მოლაპარაკებები ორი სამუშაო ჟგუფის ფორმატში იმართება რომელთაგან ერთი უსაფრთხოების,
მეორე კი ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
internet.ge