სახალხო დამცველის პოსტზე გელა ნიკოლაიშვილი, თამარ გურჩიანი და უჩა ნანუაშვილი მოიაზრებიან
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დილიდან მიმდინარეობს
კონსულტაციები.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა,
ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე არ განიხილება დავით მირცუხლავას კანდიდატურა.
როგორც მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, სახალხო დამცველის პოსტზე გელა ნიკოლაიშვილი, თამარ გურჩიანი და უჩა
ნანუაშვილი მოიაზრებიან.
თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მინისტრობისა და სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით ბიზნესცენტრში
კონსულტაციები ამ დრომდე გრძლედება.
internet.ge