რუსეთისთვის
გაუგებარია მის საზღვრებთან ნატოს სამხედრო სწავლების ჩატარების მიზნები. ასეთი
განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფედერაციის
საბჭოში მიმდინარე სამთავრობო საათზე.
„რუსეთის
საზღვრებთან მომატებულმა სამხედრო აქტივობამ, მოდერნიზაციამ და ნატოს თავდაცვითი
ინფრასტრუქტურის მოახლოებამ და შესამჩნევად გახშირებულმა სამხედრო სწავლებებმა არ
შეიძლება არ გამოიწვიოს კითხვები“ - განაცხადა ლავროვმა.
საუბარია სექტემბრის თვეში საქართველოში ჩატარებულ
საერთაშორისო წრთვნაზე „საქართველო 2012“, რომელიც ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა
მშვიდობისათვის“ ფარგლებში გაიმართა.
internet.ge