GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
The New York Times: ივანიშვილი არაპროგნოზირებადია და ექსცენტრულ რაღაცეებს ამბობს
12:38 12.10.2012
დღის სიახლეები

The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟურნალისტი ელენ ბარი, საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ პირველ კვირასაც მიმოიხილავს.  "ინტერნეტ.ჯი" აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ, რომელსაც Foreignpress აქვეყნებს.

The New York Times: "ივანიშვილის პირველი კონტაქტები დასავლეთის მაღალჩინოსნებთან, ცნობილი ვაშინგტონელი ლობისტების მცდელობის მიუხედავად, იოლად არ წარიმართა. მაგალითად, ივნისში, როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია, ბ-ნ ივანიშვილმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე თუკი სახელმწიფო მდივანი მას პირისპირ არ შეხვდებოდა (ამგვარი რამ მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირების შემთხვევაში ხდება) და არა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, რომლებსაც ის არალეგიტიმურად მიიჩნევდა. ყველა მხარემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ივნისსა და ივლისში ურთიერთობებში აშკარა სიგრილე იგრძნობოდა.

იმავდროულად, დასავლელმა მიმომხილველებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს ივანიშვილის კამპანიის ეფექტურობა. დასავლელების მიერ ჩატარებული გამოკითხვები თითქოს მიუთითებდა, რომ სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილის პარტია 20 პუნქტით ლიდერობდა – მაჩვენებელი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ საეჭვოა ციხის ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელებასაც კი ის ასე შეემცირებინა. როდესაც ვეტერანი დიპლომატი და ივანიშვილის მრჩეველი თედო ჯაფარიძე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩავიდა და სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვია, მისი თქმით, ამერიკელი ჩინოვნიკები ივანიშვილის მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლების პრევენციაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.

"ისინი კითხულობდნენ "რა მოხდება როდესაც თქვენ წააგებთ?" ამბობს ჯაფარიძე. „მე კი ვეკითხებოდი, რა მოხდება თუკი გავიმარჯვებთ? ამისთვის მზად ხართ? მაგრამ მათ ამის არ სჯეროდათ."

ბ-ნ ივანიშვილი სრულიად განსხვავდება ბ-ნ სააკაშვილისგან, კოსმოპოლიტი ქარიზმატული ლიდერისგან, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ინტუიციის დონეზე იცის ის, თუ რას მოელის დასავლეთი. ბ-ნ ჯაფარიძე ივანიშვილს ახასიათებს როგორც „უაღრესად რეალისტ და პრაგმატულ" ადამიანს "ქართველის ძირითადი ინსტიქტებით."

აშშ-ს ახალი ელჩის რიჩარდ ბ. ნორლანდის ჩასვლამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში, ბ-ნ ივანიშვილის კავშირები აშშ-სთან გააუმჯობესა და ეს ორი ადამიანი, როგორც მათი თანაშემწეები ამბობენ, ხშირად, დღეში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შეეცდება შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები შეერთებულ შტატებთან და გააგრძელოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. მისი გამარჯვების შემდეგ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან დელეგაციების ნაკადი არ წყდება, თქვა ბ-ნ ჯაფარიძემ.

"რამდენადაც ვხვდები, დასავლელები აცნობიერებენ, რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამავე დროს ისინი ვერ ხვდებიან როგორია ეს ახალი რეალობა – ვგულისმობ ივანიშვილს,“ თქვა მან. „ისინი მას შეკითხვებს უსვამენ."

ზოგიერთი ამ საუბართაგანი კომფორტული ნამდვილად არ არის. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომა ურჩია, სამმა ამერიკელმა სენატორმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ ისინი "იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი“ არიან ივანიშვილის კომენტარებისა და „დაუკონკრეტებელი ბრალდებების" გამო. ამ დროისთვის ივანიშვილს უკვე უარყოფილი ჰქონდა საკუთარი კომენტარი.

დანიის კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი ამბობს, რომ ეს ეპიზოდი ბ-ნი ივანიშვილისთვის ერთგვარი ჭკუის სწავლების პროცესის ნაწილია. მისი თქმით, ახალი ლიდერი, „იზოლირებულ გარემოში ცხოვრობდა და კონტაქტი არავისთან ჰქონდა."

"ალბათ ის ახლა ხვდება, რომ პოლიტიკოსი უნდა გახდეს, და ხულიგანი უბრალოდ ვერ იქნება, "თქვა ემბორგმა. „ის რაც თქვენ მოიგეთ არჩევნებია და არა მუშტიკრივი. არსებობს მოსახლეობის 50 პროცენტი, რომელსაც თქვენთვის ხმა არ მოუცია. ვიღაცამ მას უთხრა: „ასე არ იქცევა გამარჯვებული. ეს პატარა ადამიანის თვისებაა."

ასეთი დისკუსიები როგორც ჩანს პერიოდულად მომავალ კვირებშიც განახლდება, რადგან ქვეყნის მართვის სადავეებს შედარებით გამოუცდელი გუნდი იბარებს. ბ-ნმა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია გასულ ხუშაბათს რუსულ ჟურნალ New Times-ისთვის მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც ის ამბობს, რომ უკვირს ეთნიკური სომხები რატომ ცხოვრობდნენ საქართველოში როდესაც „მათი სამშობლო გვერდით იყო.“ ეს შემაშფოთებელი კომენტარია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ეთნიკური დაპირისპირების ისტორია აქვს.

მოგვიანებით ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომ მისი ციტატა კონტექსტიდან ამოიღეს და რომ სინამდვილეში ის გულისხმობდა იმას, რომ „სომხები და ებრაელები მსოფლიოს მოქალაქეები არიან და ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, წარმატებას მიაღწიეს.“ ამით დაასრულა მან თავისი პირველი კვირა ეროვნული ლიდერის რანგში.

„ის ახალბედაა. ამას თავის კარგი და ცუდი მხარეები აქვს, "თქვა დე ვაალმა, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსმა. „ცუდი მხარე ის არის, რომ ის არაპროგნოზირებადია და საკმაოდ ექსცენტრულ რაღაცებს ამბობს. კარგი მხარე ის არის, რომ ის ჯერ კიდევ სწავლობს და საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. მას რჩევების მიღებაც შეუძლია."

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან3
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)4
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X