სააკაშვილმა
საქართველო დემოკრატიის, ეკონომიკური ლიბერალიზაზციისა და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე დააყენა - წერს The Washington Times-ის ავტორი ლუკ კოფი.
მისი თქმით,
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური სრულყოფის დასტურია და
სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დანერგილ დემოკრატიას თავისი
ნაყოფი მოაქვს - წერს გამოცემა.
ლუკ კოფი
აღნიშნავს, რომ საქართველო აღარ არის „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, არამედ, ის
იმედის ბურჯია ამ რეგიონში“ - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი
აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო აშშ-სა და ნატოს
საიმედო მოკავშირედ იქცა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მისი ტერიტორიების
20%-ის ოკუპაცია მოახდინა, საქართველო თავის ჯარებს გზავნის ავღანეთში“.
თუმცა, ივანიშვილს
კავშირები აქვს მოსკოვთან - წერს ლუკ კოფი და შენიშნავს, რომ „ჯერ კიდევ ცოტა ხნის
წინ ის „გაზპრომის“ კერძო აქციონერი იყო. მისი პარტია არ გამორიცხავს, რომ
საქართველო როდესღაც შეიძლება შევიდეს ევრაზიულ კავშირში, რაზედაც ოცნებობს
პრეზიდენტი პუტინი“.
ავტორი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ქვეყნის ისტორიაში,
თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს „დამფუძნებელი მამის“ როლი გარანტირებული
აქვს.
internet.ge