საქართველოს
პარლამენტის
1 ოქტომბრის
მაჟორიტარული
სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.
ორგანიზაციის
დამკვირვებლები
განმეორებით
კენჭისყრას
დააკვირდებიან
№13 სიღნაღის
საარჩევნო
ოლქის -
№5 საარჩევნო
უბანზე,
№32 გორის
საარჩევნო
ოლქის -
№4 საარჩევნო
უბანზე,
№35 ხაშურის
საარჩევნო
ოლქის -
№1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.
საია
იმედს გამოთქვამს, რომ კენჭისყრა ჩატარდება მშვიდ გარემოში და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება ადექვატურად აისახება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
შეგახსენენებთ,
რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებით დადგენილი წესით განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება.
Internet.ge