საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მთავრობას მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში ღია იყვნენ.
„ქორთიარდ მარიოტში“
მიმდინარე კონფერენციაზე აშშ-ის ელჩმა
პოლიტიკურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავროებმა თავისი
მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულეს.
მისი თქმით, ამ პროცესში, სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი
ითამაშა და მათი
მხარდაჭერით მედია უფრო
ხელმისაწვდომი იყო.
„სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ
ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა
შეინარჩუნოთ და პარტნიორებთან
დიალოგში ღია და კონსტრუქციულები უნდა
იყოთ. საბედნიეროდ, საქართველოს მთელი რიგი
ექსპერტები ჰყავს, რომლებიც მზად
არიან ამ როლის
შესასრულებლად“, - განაცხადა ელჩმა.
ამასთან, დიპლომატმა მთავრობას მოუწოდა
სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია იყოს.
„მთავრობამ საკონსულტაციო მექანიზმი უნდა
შექმნას, რომელიც სამინისტროებთან დიალოგს ხელს
შეუწყობს“, - დასძინა მან.
internet.ge