საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველად
ხდება, როცა პარლამენტში ორი ძლიერი პარტია მოხვდა. ამის შესახებ განცხადება,
პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით,
ახალ მთავრობას დიდი საბიუჯეტო რესურსი რჩება, რისი მეშვეობითაც ბევრი
სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.
„ჩვენი ამოცანა არ არის ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა. ყველა
ბერკეტი მქონდა შემენარჩუნებინა ძალოვანი მინისტრები და სხვადასხვა დონის
უწყებებში გავლენა გვქონოდა, მაგრამ რისი გადაცემაც შესაძლებელი იყო, ჩვენ
გადავეცით ახალ მთავრობას. ჩვენ მათ
ვუტოვებთ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს“,-
განაცხადა სააკაშილმა
მისი თქმით, ამდენი მილიარდი არასოდეს ყოფილა ქვეყნის ბიუჯეტში და ეს
ძველი მთავრობის მუშაობის შედეგია.
„ჩვენ მათ ვუტოვებთ კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს,
ინფრასტრუქტურას და მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ. არ გაგვიხარდება ახალი
მთავრობის არც ერთი მარცხი და წაბორძიკება“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge