საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის
გენერალური მდივნის თანამდებობაზე ის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, მერაბიშვილს დიდი გამოცდილება აქვს, პარტიაში კი, ბევრი
ახალი ხალხი უნდა მივიდეს და ამ კუთხით
განახლება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის”
გენერალური მდივანი ერთხელ უკვე იყო. კერძოდ, 2002 წლიდან 2004 წლამდე, მანამადე,
სანამ საქმიანობა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანად არ გააგრძელა.
Internet.ge