„ქართული
ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი დემურ გიორხელიძე კოალიციის შიგნით მყოფ "კრისებში“
გია ხუხაშვილს გულისხმობდა.
რიგორც გიორხელიძემ „ITV”-ის პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა,
კოალიციაში ბევრი ადამიანი პირადი კეთილდღეობისთვის იმყოფება.
„დიახ, ‘’კრისებში" ერთ-ერთს ბატონ
ხუხაშვილს ვგულისხმობდი. ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ხუხაშვილი მინისტების
უფროსი იყოს და საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს“,- განაცხადა გიორხელიძემ.
ეკონომიკური პროგრამის ავტორის თქმით, ის
და მისი გუნდი ივანიშვილის კარზე „რუხმა კარდინალებმა“ დაბლოკეს.
„ის 256 - ზე მეტი ეკონომისტი, რომელიც
„ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობდა და რომელსაც გასამსჯელო არ
მიუღია, ივანიშვილს იმედის თვალით შეჰყურებს. ამათმა კი რა გააკეთეს? პროგრამოს
პრეზენტაციაზე დაგვბლოკეს. მეც კი არ ამიღია ამ დრომდე ხელფასი. ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა მითხრეს რომ
ამის საჭიროება არ არსებობდა“,- დასძინა გიორხელიძემ.
Internet.ge