“მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების” შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიისთვის შემოწირულობის განხორციელებისას პირმა მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა მიუთითოს.
პარლამენტში პროექტის განხილვა უკვე მიმდინარეობს.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, შემოწირულების განხორციელებისას პირს უნდა მიეთითებინა სახელი,
გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის
პასპორტის) ნომერი და პირადი ნომერი.
პროექტით კი კონკრეტდება, რომ შემოწირულობის
განხორციელებისას პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
Internet.ge