GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი აჩვენა
10:18 18.10.2012
დღის სიახლეები

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი მისცა.

როგორც თბილისში გვიან ღამით ჩამოსულმა აპატურაიმ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, ეს არჩევნები ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია.

„ამ ქვეყნის დიდი ხნის მეგობარი ვარ.  საქართველოში ძალაუფლების ნამდვილი დემოკრატიული გადაცემა ხდება. ეს თქვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია საქართველომ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი უჩვენა“,- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის მოქმედი და მომავალი მთავრობის წევრებს შეხვდება.

„ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნატო რჩება ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგული, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება. მინდა დადებითად შევაფასო ის ფაქტიც, რომ ქვეყანამ თავისი არჩევანი საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირა და მთავრობის ცვლილება ქუჩის აქციებით არ მოხდა“,- დასძინა აპატურაიმ.

შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პრემიერობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან.

მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქვეყანაში სამხედრო სფეროში გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოციალური მომსახურები სააგენტოს განცხადება1
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა2
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო3
რუსული მედიის დღის მთავარი თემა: ივანიშვილმა 2008 წლის ომში საქართველოს ბრალი აღიარა4
ბავშვთა გასართობი ცენტრი გაძარცვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X