ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა თორნიკე გორდაძემ და
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლმა სერგი
კაპანაძემ ბრიუსელში, ვიზიტის ფარგლებში,
ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ევროპულ საგარეო ქმედებათა
სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ჰელგა შმიდს და ამავე სამსახურის რუსეთის „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გუნარ ვიგანდს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე, ორგანიზაცია „კარნეგი
ევროპის“ მიერ გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს ევროპული
ინტეგრაცია საპარალამენტო არჩევნების შემდეგ“.
შეხვედრებისას, ისევე როგორც „კარნეგი ევროპის“
მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნებსა და მის შედეგებზე, რომელიც შეფასდა როგორც სამართლიანი, დემოკრატიული
და თავისუფალი.
ამასთანავე, განხილულ იქნა
საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა
ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
სივრცის ჩათვლით მიმდინარე მოლაპარაკებები, სავიზო დიალოგი, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“.
ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების
პროცესში ევროკავშირის როლზე და ამ კონტექსტში, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ევროკავშირის არ აღიარების
პოლიტიკის მნიშვნელობა.
ბრიუსელში ვიზიტამდე თორნიკე გორდაძე სამუშაო
ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობების
ევროპულ საბჭოში (ECFR). შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში
ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივებს.
internet.ge