ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება
აქცენტს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯებესებაზე აკეთებს, თუმცა საქართველოს
ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტო ნატო-ს წევრები მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადება,
აპატურაიმ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ
ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ალიანსი მომხრეა კარგი ურთიერთობებისა,
როგორც ნატო-საქართველოს, ისე ნატო-რუსეთს შორის.
„ვიცით, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობსებასა და ნატო-სთან ინტეგრაციის თაობაზე აკეთებს აქცენტს. ამავდროულად,
არსებითი არის ის, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტო ნატო-ს წევრები მიიღებენ“,- განაცხადა აპატურაიმ.
internet.ge