„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზომ ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვია.
ამის შესახებ
განცხადება უსუფაშვილმა, ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ივანიშვილის
ბრიუსელში ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება.
უსუფაშვილის
განცხადებით, შტეფან ფულესთან შეხვედრისას კი,
საუბარი ევროპულ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას შეეხო, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
internet.ge