მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტი დემოკრატიული
ცხოვრების
გულია,
რომელიც
ქვეყანაში
დღეს
იწყებს
ფეთქვას.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელისთვისაც აუცილებლად გაიღება
ევროკავშირის
კარი.
“პარლამენტი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია,
რომელიც
დღეს
იწყებს
ფეთქვას.
დღევანდელი
პარლამენტი
უფრო
დაბალანსებული
და
მკაფიოა,
ვიდრე
წინა
მოწვევისას
იყო.
2008 წელს
ოპოზიციის
ბევრმა
არჩეულმა
წევრმა,
რომელიც
დღეს
აქ
არის,
უარი
თქვა მანდატებზე,
მაგრამ
დღეს,
რომ
ყველანი
აქ
ხართ
ძალიან
კმაყოფილი
ვარ.
ჩვენ
ყველანი
გავხდებით იმ მკაცრი დებატების მომსწრე, რომელიც ამ დარბაზში დაიდებს ბინას”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა
ჩვეულებრივ
ამბად
უნდა
იქცეს.
“არსებული მენტალიტეტი, რომ გამარჯვებული იღებს ყველაფერს,
ნელ-ნელა გაქრება.
სიტუაციის
დამძაბავი
რიტორიკაც
გაქრება
და
საქართველო
გახდება
ნორმალური
ევროპული
დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენთვის
გაიღება
ევროკავშირის
კარი.
ჩვენ
დავბრუნდებით
ჩვენს
ისტორიულ
ოჯახში.
ამისთვის
ჩვენ
პატივი
უნდა
ვცეთ
ჩვენს
ინსტიტუტებს,
ოპონენტებს
და
კონსტიტუციას.
ჩვენ
არ
ვართ
ერთამენთის
მტრები,
არამედ
ვართ
ერთმანეთის
პოლიტიკური
მეტოქეები”,-
განაცხადა
სააკაშვილმა.
Internet.ge