დღვანდელ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელებს კენჭი უყარეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობი ზვიად ზვიადაური გახდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ივანე კიღურაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - ზურაბ ტყემალაძე.
ამასთან, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს ირაკლი ტრიპოლსკი უხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია,
ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს,
ამ პოსტზე, ირინა იმერლიშვილი დაინიშნა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე იქნება.
Internet.ge