საპარლამენტო
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის შეფასებით, თუ „კალა კაპიტალი“ 45
პროცენტიან წილს „საქიდროენერგოშენში“ ფლობს, ამ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტს
ექნება ადგილი.
როგორც
ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, დოკუმენტების გარეშე, ასეთი საკითხის
განხილვის მომხრე არ არის.
„თუ
ასეთი დოკუმენტები არსებობს, მაშინ სახეზეა ინტერესეთა კონფლიქტი და ასეთ
შემთხვევაში, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარდგენის გადაწყვეტილება
უნდა შეიცვალოს. ახლა ეს წილი რომც დათმოს, ვინაიდან, კანდიდატის დასახელებისას ამის
შესახებ არ უთქვამს, ყოველთვის დარჩება ეჭვები, თუმცა, ეს ყველაფერი შესწავლილი
უნდა იყოს“, - დასძინა მან.
internet.ge