იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, უმცირესობის წევრს
ჩიორა თაქთაქიშვილს არასერიოზულ პოლიტიკოსს უწოდებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოპონენეტებს შორის
დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებამ გამოიწვია. კერძოდ, წულუკიანი
ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს შეეხო, რაზეც თაქთაქიშვილმა უპასუხა,
რომ ივანიშვილთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მათი დაფინანსება დაიწყო.
„თქვენი მზე ჩასვენებულია, არასერიოზული პოლიტიკოსი ხართ“,- მიმართა
თაქთაქიშვილს წულუკიანმა. აღნიშნულ კომენტარს უმცირესობის წევრებმა უპასუხეს, რომ
მათი მზე მალე კვლავ გაბრწყინდებოდა, რაზეც წულუკიანისგან პასუხად მიიღეს: „მაგაზე
იოცნებეთ“.
internet.ge