პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ წუთებში, პარლამენტში სიტყვით
გამოდის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსება შეიცვლება და
ყველას შეეძლება სრულყოფილად წარმართოს პოლიტიკური საქმიანობა და საარჩევნო კამპანია.
ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობა
უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების
გამყარებას.
„ახალი მთავრობა უზრუნველყოფს მრავალპარტიული სისტემის არესებობას,
პარტიების დაფინანსების სისტემა შეიცვლება ისე, რომ მათ შეეძლებათ პოლიტიკური საქმიანობის და საარჩევნო კამპანიის
სრულფასოვნად წარმართვა. განვითარდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე
დაფუძნებული ინსტიტუტები. ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და
ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების გამყარებას. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები
ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობის
მიმართულებით“,- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის
განცხადებით, ყველა მოქალაქეს ექნება იმის საშუალება, რომ ინეტერსები გამოხატოს და
აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში.
„პრეზიდენტის ინიციატივის განხილვას,
გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით დანიშვნის შესახებ, ახლა
არ დავიწყებთ, თუმცა ისინი წლების განმავლობაში სრულიად საპირისპიროდ
მოქმედებდნენ და ჯერ კიდევ 2005 წელს
პარლამენტი გამოვიდა დეცენტრალიზაციის ინივიატივით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი,
ეს დაბლოკა“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge