GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი პოლიტიკური ნებაა ათასობით დაპატიმრებულის საქმე გადაისინჯოს
14:48 25.10.2012
დღის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობა იქნება გარანტი იმისა, რომ მოქალქეების კონსტიტუციური უფლებები იქნება ხელშუხებელი, დამკვიდრედება კანონის უზენაესობა და ბოლო მოეღება პოლიტიკური ნიშნით დევნას.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება გაატარებს სასამართლო რეფორმას, სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენისაგან, მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ამოქმედდება ქმედით საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმები.

მისი თქმით, მათი გუნდის პოლიტიკური ნებაა სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა.

„ჩვენ მივაღწევთ სასამართლოს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობითაც.  ჩვენი ხელისუფლების პიროებებში გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი  შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. ჩვენ რეალურად განვახორციელებთ სამართლიანი სასჯელის პოლიტიკას. გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით.  დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

დაზარალებულის ინტერესები“,- განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მათი გუნდის პოლიტიკური ნებაა შეიზღუდოს პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება, გაძლიერდეს ადვოკატურის ინსტიტუტი და ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში  გადაისინჯოს მათი საქმეები.

„ჩვენი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნის საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მას სამოქალაქო სამსახურად ჩამოაყალიბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოფა სახელმშიფო უშიშროების სამსახურები და

შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ სამსახურის საქმინობა კი, საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია იქნება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა1
ბაჩო ახალაია გათავისუფლებული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე დააკავეს2
შს სამინისტრომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა3
შერმადინი ისრაელის თასის ფინალშია4
მიხეილ სააკაშვილი რაჭაში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X