გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ
უმცირესობას მორალი იმ პირებმა არ უნდა უკითხონ, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს რუსეთთან
ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მორალზე საუბრის უფლება არც იმ
პარლამენტარებს აქვთ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით
ჟირინოვსკისთან გადიოდნენ კონსულტაციებს.
უმცირესობის წევრმა უმრავლესობას ურჩია კონკრეტული დაპირებების
შესრულებაზე იზრუნონ.
„უმრავლესობაში არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ნატოსკენ სწრაფვამ დაღუპა საქართველო. არიან
ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთბენ.
დღეს კი თქვენ კოლექტიური პროკურორების სახით მოგვევლინეთ და მაღალი ტრიბუნიდან
ტალახს გვესვრით. თქვენი მიზანია ბოლო 8
წელი შავად წარმოაჩინოთ. სამწუხაროა, რომ უმრავლესობაში პოზიტიური პროგრამა არ არსებობს“,- განაცხადა
გაბაშვილმა და იქვე დასძინა რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, მათ გუნდს
დროში გაწერილი პროგრამა ჰქონდა.
„ჩვენ დროში გაწერილი პროგრამა გვქონდა. შეცდომებიც იყო, ამიტომაც არ
დაგვიჭირა მხარი მოსახლეობის ნაწილმა. თუმცა ჩვენ პარლამენტში ოპოზიციის ფუნქციას
შევასრულებთ და გავაკონტროლებთ მთავრობას, პრემიერს და პარლამენტს“,- დასძინა
უმცირესობის წევრმა.
საუბრის ბოლოს გაბაშვილმა ოპინენტებს ურჩია ცილისწამებას თავი
დაანებონ და თუ რამე კომპრომატი გააჩნიათ, პოლიციასა და პროკურატურას მიმართონ.
Internet.ge