ზაქარია ქუცნაშვილი როლანდ ახლაიას: სამწუხაროა, თქვენ და ჩვენ ორივეს პარლამენტარები გვერქვას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით,
პარლამენტში უმრავლესობით მოსული ძალა მხოლოდ ღილაკის დამჭერის პოზიციაში არ
იქნება.
როგორც ქუცნაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ წარსულზე
ქართველმა ხალხმა უარი თქვა.
უმრავლესობის წევრი დარბაზში ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის როლანდ
ახალიას ყოფნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის წესების თანახმად,
მასაც და ახალაიასაც პარლამენტარები უნდა ერქვათ.
„არჩევნებით გამოგგლიჯეთ ძლაუფლება, რადგან ხალხმა უააი თქვა წარსულში
ცხოვრებაზე, სადაც ტელეფონზე საუბრის ეშინოდათ, სადაც დედის გინება ჩვევა იყო. სამწუხაროა,
მაგრამ დემოკრატიის მკაცრი წესების მიხედვით, თქვენ ბატონო როლანდ და ჩვენც
პარლამენტარები გვქვია. თქვენი მაჟორიტარულ არჩევნებში გასამარჯვებად ზუგდიდში 200
სამხედრო მანქანა დადიოდა. მაგრამ ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება ისაა, რომ
ჩვენ შურისძიებას სამართლიანობას ვამჯობინებთ. სამართლიანობა კი გულისხმობს, რომ
როლანდ ახალაიას საქმე სასამართლოში გადაწყდეს და არა ქუჩაში დახვდეს მას ვინმე და
თავი გაუტეხოს, როგორც ეს თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა“,- განაცხადა ზაქარია
ქუცნაშვილმა. აღნიშნულ განცხადებას როლანდ ახალიას ტაში და ღიმილი მოჰყვა.
საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხსაც შეეხო. ქუცნაშვილის
თქმით, სოფლის დასახმარებლად 1 მილიარდი ჩაიდება.
მან ყოფილ ხელისუფლებას შეახსენა, რომ რთველის წარმატებით
ჩატარებისთვის ისინი ბიძინა ივანიშვილის ფულს იყენებდნენ.
Internet.ge