„ჩვენი გუნდი შესანიშნავი სასტარტო პირობებით მოდის ხელისუფლებაში. ჩვენს გუნდს აღარ აქვს უპატიებელი შეცდომების დაშვების უფლება, ჩვენი ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს“,- ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა, პარლამენტში
გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მთავრობის თითოეული წევრი პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული.
„დღეს,
მთელს ჩვენს გუნდს ეძლევა უნიკალური შანსი, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ ეტაპზე, პატიოსანი შრომით და თავდადებით ემსახუროს თავის სამშობლოს და ხალხს.
ჩემს მიერ წარმოდგენილ მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მას დაეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ვერც ერთი მინისტრი ვერანაირი პრივილეგიით
ვერ ისარგებლებს.
„მე გაძლევთ პირობას, რომ მთავრობის ნებისმიერი წევრისთვის
მინიტრობა იქნება უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ჩვენ არ დავუშვებთ, იმას,
რომ ვინმე თავისი თანამდებობითა და ძალაუფლებით ტკბობას მიეცეს. არ დავუშვებთ არც ერთ გადაცდომას და
გამორიცხული იქნება პრინციპი „ჯერ ვაცადოთ“. ჩვენ ვერავის ვერ დავაცდით, ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას აღარ
აქვს. ჩვენ მაშინვე მოვახდენთ რეაქციას თითოეული მინისტრის გადაცდომაზე, თუ ასეთი შემთხვევა იქნება და ვერავინ ისარგებლებს რამენაირი პრივილეგიით“,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge