ივანიშვილი: თავდაპირველად რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის აღდგენა დაიწყება
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, თავდაპირველად
რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის აღდგენა დაიწყება, შემდგომი ნაბიჯი კი,
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს რუსეთთან ურთიერთობის
საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, დიპლომატიური ურთიეთობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება და
ეს იოლი პროცესი არ იქნება.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ნატოსკენ
სვლა არ შევანელოთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიცვლება.
internet.ge