საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ჟენევის ფორმატი ქვეყნისთვის უმიშვნელოვანესია და
ეს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, გარდა ამისა,
საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იქნება.
„აბაშიძე იყო
საქართველოს ელჩი რუსეთში, ის გამოცდილი დიპლომატია. მას აქვს ძალიან დიდი
ავტორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც, ასევე, ნაცნობობის ფართო
წრე აქვს. ეს ყველაფერი კი, სწორედ ის
თვისებებია, რის გამოც მას დაევალა ამ
ფუნქციის შესრულება",- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ
საკითხის მოგვარებაში, საგარეო უწყება აქტიურად იქნება ჩართული.
internet.ge