GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გრიგორი კარასინი: ჩვენ კარგად ვიცნობთ ზურაბ აბაშიძეს
10:09 02.11.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დანიშვნას რუსეთის ფედერაციაში პირველი შეფასებები უკვე მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის  გრიგორი კარასინის განცხადებით, ზურაბ აბაშიძეს რუსეთის ფედერაციაში კარგად იცნობენ.

"მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩვენ ზურაბ აბაშიძეს კარგად ვიცნობთ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, როგორც გამოცდილ ადამიანსა და დიპლომატს. ჩვენ მას უკანასკნელი წლების განმავლობაშიც არაერთხელ შევხვედრივართ",- აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

რუსი მაღალჩინოსნის კომენტარს „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე გუშინ  წარადგინა.

„უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს აღვადგენთ. ჯერ უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა და შემდგომ ავიყვანოთ მაღალ დონეზე“,- განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პრემიერს დაქვემდებარებულ აბაშიძეს, მისი თქმით, ის რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის საკითხზე მუშაობას დღეიდან იწყებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს აირჩევენ1
ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა2
გრიგორი კარასინი: ჩვენ კარგად ვიცნობთ ზურაბ აბაშიძეს3
ტანმოვარჯიშემ საბედისწერო ნახტომი შეასრულა (VIDEO)4
პატიმრებმა წებო დალიეს, სამი მათგანი უკვე დაიღუპა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X