ნარმანია: სახელმწიფო რწმუნებულს რეგიონებში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთახმებით დანიშნავს
მთავრობის წევრებმა პრეზიდენტის რწმუნებულების დანიშვნის წესთან დაკავშირებით
დღეს დილით გაკეთებული განცხადებები შეცვალეს.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განუცხადა, სახელმწიფო
რწმუნებულს რეგიონებში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთახმებით დანიშნავს.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი კანონპროექტის ორი წარმოდგენილი
ვარიანტიდან ამ ვერსიაზე შეჯერდა.
"ეს არის დროებითი ნორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი
დაგეგმილია ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ამ კონცეფციაზე მუშაობას ჩვენ
აქტიურად დავიწყებთ,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი, მინისტრი ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტის
რწმუნებულებს და გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავდა.
ნარმანია აცხადებდა, რომ აღნიშნული ინციატივა კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანას არ საჭიროებდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განმარტება დღეს, ბიძინა ივანიშვილმაც
გააკეთა.
"ჩვენ უბრალოდ ტერმინოლოგიის შეცვლას ვცდილობდით და სწორედაც
ვცდილობდით სანამ იარსებებს ეს ინსტიტუტი და პატარა კორექტირება გავაკეთეთ",
- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, ამ
ცვლილების შედეგად მთავრობის ხელმძღვანელი, ანუ პრემიერ-მინისტრი შეარჩევს გუბერნატორის
კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგენს.
Internet.ge