„ქართულ ოცნებაში“ არ იციან იქნება თუ არა ივანიშვილი 21 აპრილს საქართველოს მოქალაქე
21 აპრილს ბიძინა ივანიშვილი პარტიას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
დააფუძნებს.
პარტიის ყრილობა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა და განაცხადა, რომ პარტიას, როგორც საქართველოს მოქალაქე ისე
დააფუძნებდა, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამ
დრომდე არ იციან იქნება თუ არა ივანიშვილი 21 აპრილს საქართველოს მოქალაქე.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ
განუცხადა, პარტიის დაფუძნების თარიღი არ შეცვლილა და „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველო“ 21 აპრილს დაფუძნდება.
იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი ივანიშვილი, ამ კითხვაზე
ფანჯიკიძეს პასუხი არ აქვს.
ივანიშვილის პრესსპიკერის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის
აღდგენის თემაზე არაფერი იცის „ქართული ოცნების“ ადვოკატმა ზაქრო ქუცნაშვილმა.
„მეც ძალიან
მაინტერესებს რა იქნება 21 აპრილს. დაველოდოთ. წინასწარ არანაირი ინფორმაციის
მოწოდება არ შემიძლია“ -განაცხადა ქუცნაშვილმა.
internet.ge