პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია
პარტია
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია
აცხადებს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების აღიარება მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.
როგორც დავითაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის
განცხადებები სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.
მისი თქმით, რეინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთთან და
ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის საკითხის აღდგენის
შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
„აფხაზური
და ოსური პასპორტების აღიარება ეს არის დამოუკიდებლობის
აღიარების
ტოლფასი, რადგან პასპორტი არის სახელმწიფოებრიობის
სიმბოლო",
- განაცხადა
პაატა დავითაიამ.
დავითაია
ასევე კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის გახსნას იმ ქვეყანასთან, რომელიც არ ცნობს ქართულ სახელმწიფოებრიობას.
internet.ge