GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თინათინ ხიდაშელი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
18:17 18.04.2012
დღის სიახლეები

"რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში - ტომას მელიასთან გამართა.

შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა მედიის პრობლემებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე.

"რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბატონი მელია დაინტერესდა კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული ქმედებებით და რეგიონებში „ქართული ოცნების“ საქმიანობით. შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი დრო „ქართული ოცნების“ სამოქმედო სტრატეგიას და გამარჯვების მოპოვებისთვის დაგეგმილ საარჩევნო კამპანიას შეეხო.

თინათინ ხიდაშელი:  „მათი კითხვები კონკრეტულად იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას სწრაფად გაერკვნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში, თუ რა კონკურენტული და სამართლიანი პროცესი მიდის მედიის, სარეკლამო ბაზრის ხელმისაწვდომობისა და აქტივისტების მიერ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების მონიტორინგის მიმართულებით.

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ყველა იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელსაც ამერიკული მხარე უწევს საქართველოს ხელისუფლებას საქართველო ამერიკის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების მისაღწევად."

თინათინ ხიდაშელი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადების სამსახურის წარმომადენლებსაც შეხვდა.

ხიდაშელის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ, შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში განსაკუთებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქმნება შესაძლებლობა ქალბატონ ქლინტონს დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს1
ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს იმპიჩმენტით ემუქრება2
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს3
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს4
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X