პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა დღეს, კონფერენცია - „ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის
წევრებისთვის“ გახსნა.
ამის
შესახებ "ინტერნეტ.ჯი"- ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კონფერენცია
„შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.
მაჭავარიანის
გარდა, კონფერენციაზე სიტყვით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა დაცვის ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი - მარსინ ვალეცკი გამოვა.
რაც
შეეხება კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს, ღონისძიების მონაწილეები საპარლამენტო
ეთიკის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
Internet.ge