რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს:
"გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.
სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო.
ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა
პრეზიდენტმა.