აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ, რომელიც ბრიუსელში
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა, დაგმო
პრესაში იმ ფოტოსურათის გამოქვეყნება, რომელზეც ამერიკელი ჯარისკაცი დახოცილი
ავღანელი ექსტრემისტების ფონზე პოზირებს - იუწყება „რადიო
თავისუფლება“.
„ჩვენ ვთხოვეთ „ლოს ანჯელეს ტაიმსს“, არ გამოექვეყნებინა ეს
ფოტოსურათები იმ მიზეზით, რომ მსგავს ფოტოს მტერი ყოველთვის გამოიყენებს ძალადობის
გასაღვივებლად, და წარსულშიც მოჰყოლია ადამიანების მსხვერპლი ასეთი ფოტოების გამოქვეყნებას“-
განაცხადა პანეტამ.
ამერიკელი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება ლეონ პანეტამ
ბრიუსელში გააკეთა, სადაც ნატოელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ყურადღება
გაამახვილა ავღანეთის უსაფრთხოებაზე, ამ ქვეყნიდან მრავალეროვანი სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ.
ქაბული აცხადებს, რომ ავღანეთის არმიამ უკვე მიაღწია 195 ათას კაცს, იმ
რაოდენობას, რაც საჭიროა უსაფრთხოების გეგმების განსახორციელებლად.
Internet.ge